search
2012-04-18

 
    განაცხადების მიღება დაიწყო

CAUCADOC აცხადებს კონკურსს პროექტის განვითარების ინტენსიურ კურსში მონაწილეობის მისაღებად. განაცხადის შემოტანა შეუძლიათ დოკუმენტური კინოს რეჟისორისა და პროდიუსერისგან შემდგარ გუნდებს საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 20 მაისი.

შერჩეული გუნდები მონაწილეობას მიიღებენ ექვსთვიან საწვრთვნელ კურსში (ორი კვირის ხანგრძლივობის ვორკშოპები და უწყვეტი ონლაინ კონსულტაცია). მოწვეული და ადგილობრივი ტრენერების დახმარებით კურსის განმავლობაში გუნდები საკუთარი ფილმების იდეებს განავითარებენ. ტრენინგის ფოკუსი იქნება როგორც ფილმის შინაარსი და ფორმა, ასევე პროდაქშენის სტრატეგია. კურსის ბოლოს გუნდებს შესაძლებლობა მიეცემათ თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დროს PitchDoc-ზე ფილმის პროექტი წარუდგინონ საერთაშორისო კინო ფონდებისა და ფესტივალების წარმომადგენლებს. წარმატებული პროექტის ავტორები მიწვეულ იქნებიან ევროპული დოკუმენტური კინოს 2013 წლის მნიშვნელოვან ღონისძიებებზე.

 

ჩამოტვირთე სააპლიკაციო ფორმა


მეტი ინფორმაცია CAUCADOC-ისა და განაცხადების მიღების შესახებ

იხილეთ ვებგვერდზე www.peopleinneed.cz/caucadoc


CAUCADOC-ის საკონტაქტო პირები საქართველოში:

სალომე ჯაში ("საქდოკ ფილმი"),

salome@sakdoc.ge, +995 593 323 929


სარკა ზაჰრადნიკოვა ("ადამიანი გაჭირვებაში"), 

sarka.zahradnikova@peopleinneed.cz, +995 599 562 063


 

CAUCADOC მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიაში დოკუმენტური კინოს განვითარებას შეუწყოს ხელი. მას საფუძვლად უდევს ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაციის “ადამიანი გაჭირვებაში” 14 წლიანი გამოცდილება - ადამიანის უფლებათა საერთაშორსო დოკუმენტური კინოფესტივალი “ერთი მსოფლიო”. ასევე "საქდოკ ფილმის" გამოცდილება - დოკუმენტური კინოს წარმოება და ინდუსტრიული სახის ღონისძიება PitchDoc.

 



 

 
 
2011-12-15
 
2011-12-10
 
2011-12-03
         
15 რეჟისორის 15 ფილმი

15 ახალგაზრდა რეჟისორის მიერ შექმნილი 15 დოკუმენტური ფილმი პოსტ საბჭოთა ქვეყნებიდან. პროექტის პრემიერა შედგება არტეზე,  2012 წლის 24 იანვარს. დამატებითი ინფორმაცია პროექტზე და ფილმებზე იხილეთ: 15 young by...

  Pitch.Doc 2011 6-8 დეკემბერი

Pitch.Doc 2011 გოეთეს ინსტიტუტში 10 დეკემბერს დასრულდა. ორი დღის განმავლობაში ტრენინგს 6 სამხერთკავკასიური პროექტი გადიოდა. ტრენინგს ნინო ორჯონიკიძე, პაულ პაუელსი და ჰანა რეჟკოვა ატარებდნენ. პროექტების ოფიციალური...

  ბახმარო თბილისის მე-12 საერთაშორისო ფესტივალზე

ბახმარო თბილისის მე-12 საერთაშორისო კინოფესტივალზე, ქართული პანორამის სექციაში იქნება ნაჩვენები. ჩვენება შედგება 7 დეკემბერს 15:00 საათზე კინოთეატრ ამირანის დიდ დარბაზში, დამატებითი ინფორმაცია თბილისის კინოფესტივალის შესახებ...

  Displaying: 1 to 3 of 21 Next >